
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – გული გრძნობს
ავტომობილის მღვრიე თვალებს დარევდა სევდა,
ელვარე ღამე აყირავებს ზამბახთა კალათს,
შენ გახსოვს? მღვრიე ქარიშხალი ჰაერს რომ რევდა.
გული გრძნობს ღალატს.
მწუხარე თოვლში წამიყვანა ფერადმა გემმა,
წინად ანგელოზს – დედამიწას ვუცქერი ჯალათს,
ო, შურს იძიებს უსათუოდ როსმე ბოჰემა.
გული გრძნობს ღალატს.