პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ზღვაზე სცურავს ნაფოტივით

ზღვაზე სცურავს ნაფოტივით
შენი მონა – გული,
დაკარგული იმ მოტივით,
ისევ მონახული.

გადიშალა ზეცა ბროლად,
მზე მოიყრის ლალებს,
შენი კარგი გამოქროლა
ისევ სწყურის თვალებს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Back to top button