
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – თესავს და თესავს ..
ციკლიდან „ეპოქა“
თესავს და თესავს, თან ნელი
ხმით მხიარულად ღიღინებს,
სწამს მხოლოდ შრომა მძლეველი,
მოსავლით დააგვირგვინებს.
გრძნობს, თესლი სად დაეცემა –
სალ კლდეზე თუ ლაღ მიწაზე,
თესავს და თესავს, თან მღერის
მთესველი მხიარულ ხმაზე.