პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – დღეები ღამეებს მისდევს ..

დღეები ღამეებს მისდევს,
რა არის შვიდი წლის რწმენა?
მას სწამდა იესო ქრისტე
და მისთვის რტოების ფენა.

წლების რომ გავიდა რიგი,
ოცნება როდემდე ზიდონ?
იესოს ხან დასცემს იგი
და ხან ძირს ეცემა თვითონ.

მას ჰქონდა იმედთა გროვა.
მაგრამ ხმა მოესმა ფრთხილი:
ალუჩა, ალუჩა, დროა,
ალუჩა, გეყოფა ძილი.

ბრძოლით დაღლილი სახე,
და ტყვია ჩამჯდარი თავში,
მკვდარი მე თვითონ ვნახე
ალუჩა, შვიდი წლის ბავში..

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button