
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – დიდი ქალაქი
ქალაქი იმნაირია –
წამით არა აქვს სვენება,
ხანდახან მასში ძლიერი
აჩრდილი მომეჩვენება.
რამდენი დიდი ქუჩაა,
რამდენი დიდი შენობა –
ადამიანიც ისეა,
როგორც ტყის ფოთოლფენობა.
ღამით მუსიკა ნელდება
და მიდუდუნებს როგორც რუ:
რა-რა-რა-რა… რა – პაუზა.
და ისევ: რუ-რუ, რუ-რუ-რუ!