პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – დიდი ხანია

მე კვლავ ვნახულობ შენს სამარეს განმარტოებულს.
სასაფლაოზე მზე ანათებს… ყვავილნი თრთიან…
აქ ვერვინ მამჩნევს სიკვდილამდე ობოლს, მოწყენილს.
აქ საბრძოლველად მეგობრებიც არ მეძახიან.

მინდა გიამბო… და ბევრი რამ მინდა გიამბო…
მშვიდობიანი აღარა მაქვს ცხადი და ძილი,
მას შემდეგ, რაც შენ მიმატოვე ცხოვრების ზღვაზე,
მას შემდეგ, რაც მე მივატოვე ყრმობის ღიმილი.

მე კვლავ ვნახულობ შენს სამარეს, მაგრამ პირველი
შენი ალერსი გაცივებულ გულს არ სჭირია.
მე ცრემლი მინდა, სიყმაწვილის პირველი ცრემლი,
დიდი ხანია, რაც იმგვარად არ მიტირია!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button