
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – დღეს დღეები ეცლება
დღეს დღეები ეცლება მშვიდი და მოავკარგე.
გაჰქრა ის ქარიშხალი – ის სიცილიც დავკარგე.
ღამით რომ დასცქეროდა მარტოობის სანთელი,
ის რითმები, ის ცეცხლი, ის წიგნები დავკარგე.
დავწვი ხელნაწერები! სუსხი და ჟრუანტელი!
იმ ედემთან არასდროს არ ვიქნები… დავკარგე.
გრიგალმა გაიტაცა პოეზიის მანდილი, –
ძვირად მოპოებული, მწარ მიგნებით – დავკარგე.
ყველაფერი დავკარგე… უცებ გაკრთა სანთელი,
მოვიპოვე ყოველი, რაც იქნება – დავკარგე.