
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ევროპა, როგორ არ იცი ..
ციკლიდან „პაციფიზმი“
ევროპა, როგორ არ იცი,
მიდის ეს მწარე ზამთარი –
ღამის რაინდი – ჭოტია,
მგელს ღამე უყვარს ავდარი.
მივაგნებთ იმათ ბუნაგებს,
ზაფხული ხალებს დააგებს,
იცოდე: ბრიყვის მონაგებს
ისევ ჭკვიანი წააგებს.