პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ეხლაც ბევრი სწერს ფერდზე ..

ციკლიდან „პაციფიზმი“

ეხლაც ბევრი სწერს ფერდზე
გადაყვავებულ ტყემლებს,
უუნებობის მკერდზე
რომ გადაღვრიდა ცრემლებს.
თითქო მის ახლო ძევდეს
გადატეხილი დაშნა
და ცისარტყელა სევდის
იმ თაიგულთან დაშრა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Back to top button