პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ვერ გაიგონეს..
ვერ გაიგონეს თქვენი მხნე ნანა,
ვერ შეიფერეს მზე კონებისა
და მოგესიზმრათ ისევ ქვეყანა,
ქვეყანა ბნელი დემონებისა.
მოკვდებით, ბნელი იქნება თოვა,
რომ თქვენი გრძნობა ვერ შეიფერეს
და სამარესთან ვინც კრძალვით მოვა,
იქნება ლანდი ლიუციფერის.