პოეზია

უილიამ შექსპირი – სონეტი 73

თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა

შენ ჩემში უკვე შემოდგომის სიშიშვლეს ხედავ:

რტოებს სიყვითლე ფოთლებისა შემოძარცვია,

ფრინველთ გალობა შეუცვლია გოდებას ხეთა

და ტყეს სამოსი არასოდეს თითქოს არ ცმია.

შენ ჩემში ხედავ წარსულ დღეებს მიმწუხრიანებს,

მეწამულ სხივებს დასავლეთის ცაზე მოფენილს,

ქრება ნათელი, შუაღამე ავად ხრიალებს

და მოუსავლეთს ემგვანება წუთისოფელი.

ვიცი, რომ უკვე მიმქრალ კოცონს მადარებ გულში,

ღადარი დღებს დაუნაცრავთ, ცხარე ცრემლიანთ,

და რაც სინაზით ძიძაობდა სიცოცხლეს გუშინ,

ახლა მისივე სასიკვდილო სარეცელია.

რაც უფრო ამჩნევ, – სააქაოს თითქმის არღა ვარ,

მით უფრო მეტრფი, ვით განწირულს დასამარხავად.

That time of year thou mayst in me behold

When yellow leaves, or none, or few, do hang

Upon those boughs which shake against the cold,

Bare ruind choirs, where late the sweet birds sang.

In me thou seest the twilight of such day

As after sunset fadeth in the west,

Which by and by black night doth take away,

Deaths second self, that seals up all in rest.

In me thou seest the glowing of such fire

That on the ashes of his youth doth lie,

As the death-bed whereon it must expire

Consumed with that which it was nourishd by.

This thou perceivest, which makes thy love more strong,

To love that well which thou must leave ere long.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button