
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მე ხომ სხვა ვარ
მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე
მახვილს ვფერავდი,
შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი
ფერად-ფერადი.
მიყვარს ამ ხმის გაგონება,
რადგან ვერრათი –
ვერ წავშალე მოგონება
ფერად-ფერადი.
შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი
ბედისწერამდი,
სად არ დამდევს მისი ჩრდილი
ფერად-ფერადი.
იყოს ისე, როგორც დარჩა,
ამიერამდი,
ჩემთვის-ძონძი, შენთვის-ფარჩა
ფერად-ფერადი.