
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მეგობარ პოეტს
სანამ ცოცხალი განიცდი
ხალხის წამება-იარას –
სანამდის მეფობს დაცინვა,
შენაც ნუ დაჰყრი იარაღს.
შენთვის უცხოა ლაჩარი,
გულგატეხილი, ეული,
პოეტის ჩანგი მარადის –
ხალხის ხმითაა გრძნეული.
სანამ ცოცხალი განიცდი
ხალხის წამება-იარას –
სანამდის მეფობს დაცინვა,
შენაც ნუ დაჰყრი იარაღს.
შენთვის უცხოა ლაჩარი,
გულგატეხილი, ეული,
პოეტის ჩანგი მარადის –
ხალხის ხმითაა გრძნეული.