პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მე ვოცნებობ ახალ საქართველოზე


მკათათვის მზე ამწვანებულს უვლის ველს,
აქა-იქ ჩანს დაშთენილი კიდევ ძნა,
გაენთები მოგონებებს უდარდელს,
დავიწყება არ იქნა და არ იქნა.
ხავერდივით ამწვანებულ მდელოზე
ცხენით მივქრი, გული იწვის და დნება.
მე ვოცნებობ ახალ საქართველოზე.
იმ მინდვრებზე, ხვალ რომ დაიბადება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Back to top button