
CFTR… BRCA1…BRCA2…HEXA… და სხვ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ აბრევიატურების, რომელსაც გენეტიკაში შეხვდებით. გენის სახელწოდება ასოების უაზრო ერთობლიობა ნამდვილად არ არის, რაშიც ამ პოსტის წაკითხვის შემდეგაც დარწმუნდებით, თუ აქამდე ასე არ ფიქრობდით :)
1)CFTR – Cystic fibrosis transmembrane conductance regulator – კისტური ფიბროზის ტრანსმემბრანული განვლადობის რეგულატორის მაკოდირებელი გენი

2)BRCA1,BRCA2 – Breast cancer gene1/ 2

3)MECP2 – Methyl-CpG-binding protein 2 – მეთილ-CpG-დამაკავშირებელი ცილა 2-ის მაკოდირებელი გენი

4)SRY – Sex determining region Y – Y-ის სქესის განმსაზღვრელი რეგიონი

5)APP -Amyloid precursor protein – ამილოიდის წინამორბედი ცილის მაკოდირებელი გენი

6)PSEN1, PSEN2 – პრესენილინ1-სა და პრესენილინ-2-ის მაკოდირებელი გენები
7)MTHFR – Methylene tetrahydrofolate reductase – მეთილენ ტეტრაჰიდროფოლატ-რედუქტაზის მაკოდირებელი გენი
8)OB – Obese gene – ლეპტინის(OB ცილის) მაკოდირებელი გენი
9)DMD – Duchenne muscular dystrophy gene – დისტროფინის მაკოდირებელი გენი

10)FVL – Factor V Leiden gene – ლეიდენის V ფაქტორის მაკოდირებელი გენი
11)COL1A1, COL1A2 – I ტიპის კოლაგენის მაკოდირებელი გენები

12)HEXA – A ჰექსოზამინიდაზას ალფა-სუბერთეულის მაკოდირებელი გენი
13)CCR5 – Chemokine (C-C motif) receptor 5 – CCR5 რეცეპტორის მაკოდირებელი გენი( T-ლიმფოციტის)
14)APC gene – Ademotous polyposis coli gene – ნაწლავის ადენომატოზური პოლიპოზის ცილის მაკოდირებელი გენი

15)DHFR – Dihydrofolate reductase- დიჰიდროფოლატ რედუქტაზის მაკოდირებელი გენი
და სხვ.




