ჰოლივუდის მსახიობების შვილები, რომლებიც გახდნენ მსახიობები და თითქმის ისეთივე მაგრები არიან როგორც მათი მამები
ბევრი მშობელი ოცნებობს, რომ შვილები მათ კვალს გაყვნენ. უფრო ხშირად ეს გვხვდება შემოქმედებითი პროფესიის მშობლებში. ჰოლივუდის ვარსკვლავების შვილები თავს სინჯავენ ფილმებსა და მუსიკაში. თუმცა ყველას არ გამოსდის გახდეს ისეთივე პოლულარული, როგორიც მისი მშობელი. ახლა მოგიყვებით იმ რამდენიმე ვაშლზე, რომლებიც არც თუ ისე შორს გაგორდნენ ვაშლის ხისგან და მამების გზა გააგრძელეს.
კოლინ ჰენკსი
ორი ოსკარის მფლობელ ტომ ჰენკს ოთხი შვილი ჰყავს. მაგრამ სამსახიობო კარიერის გაგრძელება მხოლოდ მისმა უფროსმა ვაჟმა – კოლინმა ისურვა. მან უკვე რამდენიმე წარმატებული როლი ითამაშა, მათ შორისაა წარმატებული სერიალი „ფარგო“
ჯეიდენ სმიტი
უილ სმიტი არა მხოლოდ კარგი მსახიობი, არამედ სამი შვილის მამაცაა. მისი ყველა მემკვიდრე სინჯავს თავს შემოქმედებით სფეროში. თუმცა წარმატებას ამ ეტაპზე ჯეიდემნა მიაღწია. 20 წლის ჯეიდენი მუსიკითაა დაკავებული და დრო და დრო კინოეკრანებზეც ჩნდება. ფილმში „ბედნიერების კვალდაკვალ“ იგი მამასთან ერთად თამაშობს. ასევე „კარატისტი ბიჭუნა“ სადაც ის ჯეკი ჩანთან ერთად ჩნდება ეკრანებზე.
სკოტ ისტვუდი
კლინ ისტვუდი – კინომატოგრაფიის ლეგენდა და მრავალშვილიანი მამაა. მსახიობს შვიდი შვილი ჰყავს, მაგრამ მხოლოდ ერთმა გაბედა გაჰყოლოდა ცნობილი მამის გზას. სკოტი, როგორც ხშირად ხდება ვარსკვლავების შვილებში, პირველად ტელეეკრანებზე გამოჩნდა საკუთარი მამის ფილმში. თუმცა ფილმ „მამების დროშები“ – ით ბიჭის კარიერა არ დასრულებულა. იგი რამდენიმე წარმატებულ პროექტში გამოჩნდა, მაგალითად ნიკოლას სპარკსის ფილმში „გრძელი გზა“
დაკოტა ჯონსონი
თუ გაგიჩნდათ კითხვა ვინაა დონ ჯონსი, ესეიგი 80-90-იან წლებში თქვენ დაბადებული არ იყავით, ან საბავშვო ბაღში დადიოდით. რადგან ამ დროისთვის ეს მშვენიერი მამაკაცი ღირსეულად ატარებდა მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მსახიობი მამაკაცის ტიტულს. დონს ჰყავს შვილი დაკოტა, რომელიც გაყვა მისი ცნობილი მშობლის კვალს. ამ ეტაპზე მისი ყველაზე ცნობილი როლი არის ანასტასია სტილი, ჯეიმსის ფილმში „ ნაცრისფერის 50 ელფერი“
პატრიკ შვარცენეგერი
არნოლდ შვარცენეგერი ხუთი შვილის მამაა. თუმცა საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილია მისი ვაჟი პატრიკი. მამის მსგავსად ბიჭი დაკავებულია სპორტით და თავს სინჯავს ასევე ფილმებშიც. გარდა ამისა პატრიკი არის მოთხოვნადი როგორც მოდელი და მას აქვს საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი.
ლილი როუზ მელოდი დეპი
ჯონი დეპის უფროსი ქალიშვილი ბავშვობიდან იყო კამერების ყურადღების საგანი.თუმცა ასეთი გარეგნობის მქონე და ცნობილი მშობლების შვილი გვერდს ვერ აუვლიდა შოუ ბიზნესს. ახლა ლილი როუზი თავის პირველ ნაბიჯებს დგამს კინოში. ასევე ის იღებს მონაწილეობას დეფილეებში და არის რამდენიმე ცნობილი ბრენდის სახე. გარდა ამისა ჯონ და პარადი დეპების ქალიშვილი აქტიურადაა ჩართული სოციალურ საქმიანობაში.
იდა ლუნდგრენი და ბიანკა ვან ვარენბერგი
დოლფ ლუნდგრენი და ჟან- კლოდ ვან დამი არიან არა მხოლოდ კოლეგები გადასაღებ მოედანზე, არამედ კარგი მეგობრები რეალურ ცხოვრებაში. მათ ასევე აახლოებს ისიც, რომ ორივე ქალიშვილების მამები არიან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ გოგონები გაყვნენ მამების კვალს და აქტიურად არაინ დაკავებული სპორტით, კერძოდ საბრძოლო ხელოვნებით და ასევე დროდადრო ჩნდებიან ტელეეკრანებზეც. ასევე მთავარია ისიც, რომ ისინიც, როგორც მამები, არიან მეგობრები.