Binance-ის ხელმძღვანელი: მოხსენებები სავაჭრო ბრუნვის ყალბი მოცულობების შესახებ სასარგებლოა კრიპტოინდუსტრიისთვის
Cointelegraph-თან საუბრისას უმსხვილესი Bitcoin-ბირჟა Binance-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ გამოთქვა აზრი, რომ მცირე ხნის წინ ყალბი სავაჭრო ბრუნვების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშები სასარგებლოა და დადებითად აისახება ინდუსტრიაზე.
მისი თქმით, Bitwise Asset Management-ის, The TIE-სა და სხვა კომპანიების კვლევები დაეხმარება კრიპტო ინდუსტრიას – გახდეს უფრო გამჭვირვალე. აგრეთვე, მისი აზრით, არ ღირს მანიპულირებაში პოპულარული სერვისის, CoinMarketCap-ის დადანაშაულება.
„CoinMarketCap-ს ამ საკითხში ბრალი არ მიუძღვის, თუმცა ყველა ცდილობდა ბრალი მისთვის დაედო. ამ სერვისში მოქმედებს მეტად მარტივი მექანიზმი, სადაც თითოეული ბირჟა უბრალოდ ახდენს საკუთარი მონაცემების გადაცემას“ – აცხადებს Zhao.
Binance-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კრიპტოსავალუტო პლატრფორმებმა გულმოდგინედ უნდა გამოიკვლიონ საეჭვო ტრანზაქციები, სრულყონ ანალიზის მეთოდები და უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭონ უსაფრთხოების საკითხს.
„ჩვენ დავუკავშირდით CoinMarketCap-ის გუნდს, რათა სერვისს დავეხმაროთ საიმედო და შემოწმებული ინფორმაციის წარმოდგენაში. აგრეთვე, მე ვთვლი, რომ აუცილებელია სანქციები: მაგალითად, მისი ბირჟის რეიტინგიდან გარიცხვა, ვინც აყალბებს მონაცემებს“ – აღნიშნა Zhao-მ.
მცირე ხნის წინ ანალიტიკურმა რესურსმა CoinMarketCap-მა დაადასტურა, რომ კრიპტო ბირჟებზე გაყალბებული და შეუსაბამო სავაჭრო ბრუნვის მოცულობები ნამდვილად არსებობს. სერვისი აპირებს დანერგოს ახალი საზომები და ინდიკატორები არასანდო მონაცემებთან საბრძოლველად. კერძოდ, CoinMarketCap-ი გამოიკვლევს კრიპტოსავალუტო ბირჟების ტრაფიკს, ცივი და ცხელი საფულეების ბალანსს, აგრეთვე ლიკვიდურობის მაჩვენებლებს.