
Xiaomi-მ წარადგინა ახალი 100-ვატიანი დამტენი – იგი სმარტფონს 17 წუთში ტენის
კომპანია Xiaomi-მ წარადგინა სმარტფონების სწრაფი დატენვის ახალი ტექნოლოგია. ახალი 100-ვატიანი დამტენით შესაძლებელია 4000 მილიამპერი/სთ მოცულობის მქონე ბატარეის დატენვა 17 წუთში. ინფორმაცია ვრცელდება Xiaomi-ს ხელმძღვანელის, ლინ ბინის გზავნილის საფუძველზე.
ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა სმარტფონი დაიტენოს იმაზე ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე შეეძლო წინამორბედ რეკორდსმენ სისტემას – Oppo SuperVOOC. ეს უკანასკნელი 50 ვატიანია და შეუძლია Oppo-ს სმარტფონი 17 წუთში 65%-მდე დამუხტოს, Xiaomi-ს სმარტფონი კი – 100%-ამდე.
ახალი დამტენის ტექნიკური მახასიათებლები, მისი სახელწოდება და ბაზარზე გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით არ ხმაურდება.
დიდი ალბათობით, ხსენებული დამტენი გამოვა სმარტფონ Mi Mix 4-თან ერთად – ეს არის ახალი ფლაგმანი, რომელზე მუშაობითაც უკვე დაკავებულნი არიან Xiaomi-ს ინჟინრები.
