მთვარის ბაზის მოდული Lockheed Martin-ისგან
NASA-ს პროეტი “Gateway” აპირებს დედამიწისგან მოშორებით კოსმოსური სადგურის შექმნას, რომელიც გახდება ბაზა შორეულ კოსმოსში მოგზაურებისთვის. ეს სრულიად სხვა დონეა საიმედოობისა და მოთხოვნების თვალსაზრისით, ამიტომ მუშაობა მრავალრიცხოვანი ტესტირებებითა და კვლევებით იწყება. ამ მიზნით კომპანია Lockheed Martin-მა ააგო სრულზომიანი საცხოვრებელი მოდული.
Gateway-სთვის საჭიროა პრაქტიკულად ნულიდან შეიქმნას ყველა საჭირო ინტერფეისი, სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემები, უსაფრთხოება და ა.შ. Lockheed Martin-ის პროტოტიპი წარმოდგენილია სახელით – „Habitat Ground Test Article“ (HGTA).
მოდულის საფუძვლად აღებულ იქნა მრავალი დანიშნულების მქონე მოდული “Donatelo”, რომელიც განკუთვნილია კოსმოსურ ხომალდებს შორის ტვირთის გაცვლისათვის. ეს არის უნივერსალური კონსტრუქცია, სადაც თითოეული კუბური სანტიმეტრის გამოყენებაა შესაძლებელი აღჭურვილობის მონტაჟსა და სხვადასხვა დავალების შესრულებისთვის.
მოდული იმყოფება კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში და იგი NASA NextSTEP-ის გუნდის განკარგულებაში გადავა. მიმდინარე კვირაში HGTA-ში დასახლდება ასტრონავტ-გამომცდელების პირველი ჯგუფი, რათა ყველა სისტემა რეალურ პირობებში შეამოწმონ. შემდეგ მოდული გაიგზავნება აუცილებელ საბოლოო დამუშავებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიის ტესტირება და ძირითადი სამუშაოები.