ისტორიასაკითხავი

თამარ ერისთავი – 1921 წლის 25 თებერვალი

“როცა ივანე ჯავახიშვილს სხვა გზა აღარ ჰქონდა, მთელი ახალგაზრდობა იმხანად საქართველოზე შემოსეულ ათასი ჯურის მტერს იყო უკვე შეწირული, – გამოვიდა და სტუდენტებს მიმართა, – ახლა სწავლის დრო არ არის, სწავლა მოიცდის, სამშობლოს სჭირდება დაცვაო. მარო მაყაშვილმა თურმე სხვას დაათმობინა სიაში ადგილი, – შენ მერე ჩაეწერე, გინდა თუ არა, ახლა მე უნდა წავიდეო… ასე იყო აღზრდილი და იმიტომ… 19 წლის გოგონა დღიურში წერდა, ახლა რა დროს პირად გრძნობებზე ლაპარაკია, სამშობლო იღუპებაო. მაროს დაკრძალვაზე მისი ძმა, შალვა, რომელიც ასევე ფრონტზე იბრძოდა, პოლკოვნიკმა კოტე ჯანდიერმა მოიყვანა და გზაში მკაცრად გააფრთხილა, – აღარ გაბედო ნაწილში დაბრუნება, კმარა შენი ოჯახისთვის მსხვერპლიო. მივიდა, ქაშუეთში დასვენებული და დაიტირა და მერე გორში დაეწია მშიერ, ტიტველ და გაყინულ ქართულ არმიას, რომელიც ბათუმის გასათავისუფლებლად მიდიოდა”

თამარ ერისთავი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button