ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ის ფასი რამდენიმე დღეში 15%-ზე მეტით გაიზარდა

არსებული მოლოდინების თითქმის სრულად შესაბამისად Bitcoin-მა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ სად უნდა განახორციელონ ინვესტირება თანამედროვე ინვესტორებმა. 3-დან 8 იანვრამდე პერიოდში პირველმა კრიპტოვალუტამ წარმოუდგენელი ნახტომი გააკეთა: 7 ათასდოლარიანი ნიშნულიდან მიაღწია 8300 აშშ დოლარზე მეტს. სტატიის წერის მომენტში მისი ფასი 8100 აშშ დოლარი იყო.

სავარაუდოდ, ფასზე ძლიერი გავლენა მოახდინა მცირე ხნის წინანდელმა ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა, რომლის გამოც ფასმა მოიმატა სხვა ღირებულ რესურსებზეც, რომელთა შორისაა ნავთობი და ოქრო. ცხადია Bitcoin-ი, რომელიც ხალხის გონებაში მტკიცედ ჩაიბეჭდა, როგორც „ციფრული ოქრო“, არ დარჩა მოლენების ფარგლებს გარეთ. ბევრმა ისარგებლა სიტუაციით და საკმაოდ კარგი სარგებელიც ნახეს.

ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტები ამ ყველაფრის ფონზე საკმაოდ ცუდად გამოიყურება. ისინი ძლივს იძლევიან ინფლაციის გავლენის ნიველირების საშუალებას, მათ მიერ ფინანსური სარგებლის მიღება კი ყველასთვის შეუძლებელია. სამაგიეროდ კრიპტოვალუტების სამყაროში ხელმისაწვდომია იმგვარი შესაძლებლობები, რომ ნებისმიერი მსურველი შეძლებს მდგომარეობის გაუმჯობესებას.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button