NVIDIA-ს ინსტრუმენტი მარტივ ჩანახატებს სურათებად აქცევს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით
Nvidia აქტიურად ახდენს ექსპერიმენტირებას მანქანური სწავლების სფეროში და საქმიანობის შედეგები საკმაოდ საინტერესოა. კომპანიამ GDC 2019-ზე განაცხადა, რომ შექმნა GauGAN – ინტელექტუალური აპლიკაცია ხატვისთვის, რომელშიც გამოყენებულია ღრმა მანქანური სწავლება უბრალო ნახატებიდან ფოტორეალისტური ვერსიების შექმნისთვის. აპლიკაციის სახელწოდება მომდინარეობს ფრანგ პოსტიმპრესიონისტ პოლ გოგენიდან (Paul Gauguin) და გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა GAN-იდან, რომლითაც ხდება რეალისტურად იმიტირებული გამოსახულების შექმნა.
როგორ მუშაობს GauGAN? როგორც კომპანიამ განმარტა, აპლიკაცია ჰგავს „ჭკვიან ფუნჯს“, რომელიც ავსებს მომხმარებლების მიერ შესრულებულ ესკიზს (Nvidia ამას „სეგმენტაციის რუკას“ უწოდებს). რეალურად, უბრალო მომხმარებელი ან მხატვარი ქმნის მხოლოდ იმის გეგმას, რისი საბოლოოდ მიღებაც სურს, მონიშნავს თითოეულ სეგმენტს და მიუთითებს როგორი უნდა იყოს იგი. ამის შემდეგ საქმეში ერთვება GauGAN, რომელიც ნამუშევარს დეტალებით შეავსებს და ქმნის რეალისტურ ნახატს.
მანქანური სწავლების მოდელმა შეისწავლა მილიონობით მხატვრული გამოსახულება, შედეგად კი ლანდშაფტს ავსებს შთამბეჭდავი (თუმცა ზოგჯერ იდეალურისგან შორს მყოფი) დეტალებით. თუკი დავხატავთ ტბორს, მასთან ახლოს არსებული დეტალები, ვთქვათ ხეები და ქვები – წყალში აირეკლება. საკმარისია შევცვალოთ სეგმენტის მონიშვნა „ბალახი“ და „თოვლით“, რომ მთლიანი გამოსახულება შეიცვლება და ზამთრის პეიზაჟად გარდაიქმნება, ხეები კი უფოთლებოდ წარმოგვიდგება. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=p5U4NgVGAwg
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად GauGAN-ის მიერ გამოყენებულია სხვა ნახატებზე დაფუძნებული საყოველთაო ცოდნა – ფინალური სამუშაოები ორიგინალური გამოდის, რადგანაც აპლიკაცია ახდენს სრულიად ახლებური გამოსახულებების გენერირებას.
Nvidia-ს ახალი ინტელექტუალური გრაფიკული რედაქტორი არ შემოიფარგლება მხოლოდ პეიზაჟებით – აპლიკაციას შეუძლია დაამატოს შენობები, გზები და ადამიანებიც კი. GAuGAN აგრეთვე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს – გამოიყენონ ფილტრები საჭირო სტილის გამოსახულების მისაღებად. ამგვარ ფილტრებს შეუძლია მოახდინონ კონკრეტული ფერმწერის სტილის იმიტაცია (მაგალითად, ვან გოგის სტილის: იხ. მომდევნო ფოტო) ან მართოს განათება – დღის გამოსახულება ღამისად აქციოს.
ჯერჯერობით უცნობია, ოდესმე გახდება თუ არა GauGAN საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, თუმცა სავარაუდოდ ადრე თუ გვიან რიგითი მომხმარებლები შეძლებენ მსგავსი სასარგებლო ინსტრუმენტებით სარგებლობას, რომელიც მუშაობას გაუმარტივებს სხვადასხვა მიმართულებით: არქიტექტურიდან და ილუსტრირებიდან დაწყებული – თამაშების შექმნით დამთავრებული.
რესურს NVIDIA AI Playground-ზე მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ მანქანური სწავლების ზოგიერთ შესაძლებლობას. მაგალითად, მასზე არსებული დემონსტრაციის – Artistic Style Transfer-ის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ფოტო ცნობილი მხატვრების სტილში დამუშავდეს.