
ახალი Apple iMac მონობლოკი ორჯერ უფრო მძლავრია წინამორბედთან შედარებით
კომპანია Apple-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის iMac დესკტოპ-კომპიუტერები „ყველაფერი ერთში“: მონობლოკებმა პირველებმა მიიღეს მეცხრე თაობის Intel Core პროცესორები.

დაანონსებული კომპიუტერები წარმოდგენილნი არიან 1) 21,5-დუიმიანი დისპლეით, რომელიც შეესაბამება Full HD ფორმატს (1920 × 1080 პიქსელი) და 2) 4K Retina პანელით, რომლის გაფართოებაა 4096 × 2304 პიქსელი. საბაზისო კომპლექტაციის შემადგენლობაში შედის ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერი Intel Iris Plus Graphics 640, ოფციურად კი შესაძლებელია დაყენდეს ამაჩქარებელი Radeon Pro Vega 20 4 გიგაბაიტიანი HBM2 მეხსიერებით.
კომპანია ამტკიცებს, რომ წინა თაობის მოდელებთან შედარებით წარმადობა ორჯერ გაიზარდა. შესაძლებელია 6 ბირთვიანი Intel Core i7 ჩიპის გამოყენება, რომლის ტაქტის სიხშირეა 3,2 გჰც (Turbo Boost – 4,6 გჰც). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ვარირებს 8-დან 32 გიგაბაიტამდე.

მონაცემთა შენახვისთვის კონფიგურაცის შესაბამისად პასუხისმგებელია 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი 5400 ბრუნით წუთში, ასევე 1 ტერაბაიტიანი დრაივერი Fusion Drive ან SSD-მოდული 256-დან 1 ტერაბაიტამდე მოცულობით.

კომპიუტერის აღჭურვილობაში შედის HD-კამერა FaceTime, სტერეოდინამიკები, ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet, ადაპტერები უსადენო კავშირებისთვის – Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2, SDXC ბარათის კონექტორი, ოთხი USB 3.0 პორტი და ორი პორტი Thunderbolt 3 (USB-C).
ამას გარდა, კომპანიამ წარადგინა iMac-ის 27-დუიმიანი ვერსია, რომელსაც აქვს Retina 5K ეკრანი გაფართოებით – 5120 × 2880 პიქსელი. ამ მონობლოკისთვის ხელმისაწვდომია 8 ბირთვიანი Intel Core i9 პროცესორი ტაქტის სიხშირით 3,6 გჰც (Turbo Boost – 5,0 გჰც). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 65 გიგაბაიტს, SSD მოდულისა კი – 2 ტერაბაიტს.
ფასი:
Entry-level – 21.5 დუიმი – 1,049 ევრო /1099 აშშ დოლარი
Mid-level – 21.5 დუიმი, 1,249 ევრო /1,299 აშშ დოლარი
Top-level – 21.5 დუიმი, 1,449 ევრო /1,499 აშშ დოლარი
Entry-level – 27 დუიმი, 1,749 ევრო /1,799 აშშ დოლარი
Mid-level – 27 დუიმი, 1,949 ევრო /1,999 აშშ დოლარი
Top-level – 27 დუიმი, 2,249 ევრო /2,299 აშშ დოლარი.