სიაფაქტები

12 საინტერესო ფაქტი გულის შესახებ

1.საშუალო ასაკის ადამიანის გული ახორციებს დაახლოებით:
წუთში 72 დარტყმას; 
დღეში 100 ათასს; 
წელიწადში 36,5 მილიონს; 
მთელი სიცოცხლის განმავლობაში 2,5 მილიარდს.

2. ჩვეულებრივმა ონკანმა 45 წელი უნდა იდინოს, რომ გაატაროს იმდენი წყალი, რამდენიც ადამიანის გულმა სისხლი მთელი ცხოვრების მანძილზე.

3. ადამიანის გული ყოველ დღე, დაახლოვებით იმდენ ენერგიას გამოიმუშავებს, რომ მანქანამ გაიაროს 32 კმ, ხოლო მთელი ცხოვრების მანძილზე გამომუშავებული ენერგია, ეყოფა მთვარეზე წასვლა წამოსვლისთვის.

4. გულის მიერ გადატყორცნილი სისხლის მოცულობა შეიძლება ვარირებდეს წუთში 5-დან 30 ლ-მდე.

5. გული იწყებს მუშაობას ჩასახვიდან 4 კვირის შემდეგ და გრძელდება მთელი ცხოვრება.

6. რადგანაც გული გამოიმუშავებს საკუთარ ელექტროიმპულსებს, მას მუშაობის გაგრძელება სხეულის გარეთ მანამდე შეუძლია, სანამ საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი ექნება.

7. ახალშობილს დაახლოებით აქვს 1 ჩაის ჭიქა სისხლის მოძრაობა.

8. პლატონი თვლიდა რომ აზროვნება იბადება ტვინში, ხოლო გრძნობები გულში.

9. გული სისხლით უზრუნვეყოფს ორგანიზმის ყველა, 75 ტრილიონ უჯრედს. სისხლით მომარაგება მხოლოდ თვალის რქოვანას არ გააჩნია.

10. კოკაინი ზემოქმედებას ახდენს გულის ელექტრონულ იმპულსებზე, შემდეგ იწვევს არტერიების სპაზმს, რასაც შეუძლია ინფაქტი გამოიწვიოს ჯანმრთელ ადამიანშიც კი.

11. ქალის გული უფრო ხშირად ფეთქავს ვიდრე კაცის. კაცის გული წუთში დაახლოებით 70 ფეთქვას აკეთებს ქალის გული კი 78.

12. როდესაც სხეული ისვენებს, გულიდან ფილტვებამდე სისხლის მისვლას ჭირდება 6 წამი, ტვინამდე 8 წამი, ხოლო თითებამდე 16 წამი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button