უილიამ შექსპირი – სონეტი 14
სამყაროს ბედი ვარსკვლავებით ვერ შევიცანი,
და მაინც ვფიქრობ, მეც ვარ ერთი ვარსკვლავთმრიცხველი,
თუმცა ვერ ვიტყვი, მზე გველის თუ კუბოს ფიცარი,
ჭირი გაჩნდება თუ დადგება გვალვა ფიცხელი.
ხვალის ამინდის გამომცნობიც ვეღარ გავხდები,
არ ვიცი, რისი დღე დადგება, წვიმის თუ სეტყვის,
არ ვიცი, როდის დაემხობა მეფეთ ტახტები,
ვიცი, რომ ზეცა მომავალზე ვერაფერს მეტყვის.
მაგრამ მაგ თვალთა ვარსკვლავების კითხვა მინდება,
ვისწავლე კიდეც შიგ ფარული აზრის გარჩევა:
არ დაშორდება სილამაზე ჭეშმარიტებას,
სიკვდილის შემდეგ თუ სანაცვლოდ მოდგმა დაგრჩება.
თორემ იცოდე, შენი გრძელი დღე დამოკლდება,
ჭეშმარიტებაც სილამაზის გვერდით მოკვდება.
Sonnet 14
by William Shakespeare
Not from the stars do I my judgement pluck,
And yet methinks I have astronomy,
But not to tell of good, or evil luck,
Of plagues, of dearths, or seasons’ quality,
Nor can I fortune to brief minutes tell;
Pointing to each his thunder, rain and wind,
Or say with princes if it shall go well
By oft predict that I in heaven find.
But from thine eyes my knowledge I derive,
And constant stars in them I read such art
As truth and beauty shall together thrive
If from thy self, to store thou wouldst convert:
Or else of thee this I prognosticate,
Thy end is truth’s and beauty’s doom and date.