
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ეს ოცი წელიწადია ..
ეს ოცი წელიწადია –
სამშობლოვ! გულით მწადია –
რომ გარს გეხვიოს, რაც ქვეყნად
სინათლე-სიდიადეა.
გადამთიელი გადია
სწუხს: ბევრი ღამე ათია –
არ სძინავს გაბოროტებულს,
ეს ოცი წელიწადია.
ეს ოცი წელიწადია,
რაც შუქი ქვეყნად ანთია,
ლენინის სწავლა-მოძღვრება
მისი ფარ-მუზარადია.
სტალინი ის საათია…