პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ეხლა კი მშვიდობით! ნახვამდის! ..

ეხლა კი მშვიდობით! ნახვამდის!
ნახვამდის, ლექსებო კამარა!
ჩემს გზაზე რაც უნდა დაღამდეს,
ვარ თქვენზე ოცნების ამარა.
მგზავრობა გქონოდესთ კეთილი
და მინდა გისურვოთ მხოლოდ ეს,
რომ როგორც ქვითკირის კედელი
მფარველად სიმართლე გყოლოდესთ.
ნუ სძრახდეთ მართებულ ყიჟინას,
ნურც რისხვა გაკრთობდეთ უხეში,
თვალი არ უქციოთ მტრის ჯინას,
დაღლილსაც ხომ უნდა ნუგეში?
უთხარით: ცხოვრების ნამგალი
გასჭედოს, მოხაროს, მიხაროს,
რომ აქვე ბევრია სამკალი,
რომელიც იძლევა სიხარულს.
ნახვამდის, ლექსებო! მძლე გუნდით
გაჰკვეთეთ ქარი და ნამტბარი,
გასწიეთ და ისევ დაბრუნდით
მკითხველის გრძნობებით გამთბარი!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button