
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – თუნდაც მშიერი პოეზია ..
თუნდაც მშიერი პოეზია,
თუნდაც ტიტველი,
მუდამ იმარჯვებს, თუ ის არის
მოუსყიდველი.
მაგრამ N…ის პოეზია
მდიდრად დიდგული –
მაინც იმარჯვებს, თუმც ყალბია
და მოსყიდული.
თუნდაც მშიერი პოეზია,
თუნდაც ტიტველი,
მუდამ იმარჯვებს, თუ ის არის
მოუსყიდველი.
მაგრამ N…ის პოეზია
მდიდრად დიდგული –
მაინც იმარჯვებს, თუმც ყალბია
და მოსყიდული.