პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – თქვენი ბინა
მე თქვენი ბინა, შემოვაღებ თუ არა კარებს,
დამხვდება, თითქო ვამარცხებდი სადღაცა დევებს;
მარიგებს იგი, მიალერსებს, მკიცხავს, მამხნევებს,
არავითარ გესლს და სინანულს არ გამაკარებს.
ვინ დაივიწყებს იმ გრიგალებს და ნიაგარებს?
მაგრამ ეს ბინა მაპატივებს და მომიტევებს
უგონო დღეებს, მწარე დღეებს, ყრუ ღამისთევებს,
და თვალებს ახალ სიხარულით გამიანკარებს.