პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – იბრძოდნენ შურნი ..

იბრძოდნენ შურნი
ნელი, მონიო.
ძველი ნოქტაურნი
გამიგონია.
მწვავდნენ ქალები,
მწამლავდნენ თვენი,
მდევდნენ თვალები,
თვალები თქვენი.
კარგი რომანი,
ლაჟვარდი, ევა,
ეროტომანი,
ღამეთა თევა.
თვითეულ ხმაში
თქვენი თვალები,
ღრუბლების რაში,
პასტორალები.
ყრუდ, უალერსოდ
ყინვათა მფენი,
ვერ ვნახე ვერსად
თვალები თქვენი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button