პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – იდუმალი მეორე სახე

შუაღამისას, მარტოობის საშინელ ჟამად,
მეწვევა ჩემი იდუმალი მეორე სახე.

გამოუცნობი მღელვარებით ვდგევართ პირდაპირ:
მშვიდი სიცოცხლე – რა ამაოდ მე განვიზრახე.

თვალწინ მეშლება დღეთ წარსულთა მწუხარე რიგი
და უნაყოფო ჩემსა ბრძოლას მაგონებს იგი;

და მსურს მე ამ დროს, მსურს უსაზღვრო თავისუფლება,
რომ ჩემს მახლობლად არ სუფევდეს წამების ღმერთი,

მსურს არ დამდევდეს იდუმალი სახე მხილების
და ვიყო ერთი, ყველგან, მუდამ მსურს ვიყო ერთი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button