
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ის ჰიუგო ..
ის ჰიუგო, რომელიც პარიზს გულით ატარებს,
ასე ამბობს, როდესაც სულს ჭაობებს ადარებს:
“სული მრავალ ჩვენგანის ტბაა მთაში ჩასმული,
გამჭირვალე სარკეა შუქით შემორაზული.
იგი ოდნავ ქანაობს იმ შემთხვევით, ქარითა,
უსულგულო ცხოვრების ღელვას რომ აგვარიდა.
მასში ტყე ჩამარხულა, მშვენიერი ჩრდილებით,
ზეცა ფერად-ფერადი ღრუბლის აყვავილებით;
სიღრმეში კი არც მზეა, არც ღრუბელი მავალი,
იქ ირევა ათასი შავი ქვეწარმავალი.