პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ლერწამო! ვერ მოგჭერ ..
ლერწამო! ვერ მოგჭერ
ოცნებაო ჩობნის,
ეს ფოთოლი ზოგჯერ
ადამიანს ჯობნის;
სად არ ვიყავ: სიბრძნეს
თაყვანს აღარ სცემენ,
ფოთლებმა კი მიგრძნეს,
შრიალს მაგებებენ.
ლერწამო! ვერ მოგჭერ
ოცნებაო ჩობნის,
ეს ფოთოლი ზოგჯერ
ადამიანს ჯობნის;
სად არ ვიყავ: სიბრძნეს
თაყვანს აღარ სცემენ,
ფოთლებმა კი მიგრძნეს,
შრიალს მაგებებენ.