
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – იფრთხიალა, ფრთა გაშალა ..
იფრთხიალა, ფრთა გაშალა
და გაფრინდა გესი –
გუშინწინ თუ იმღეროდი –
ეხლა რაღად ჰკვნესი?
იფრთხიალა, ფრთა გაშალა
და გაფრინდა გესი –
გუშინწინ თუ სხვა გზა გქონდა,
რად შესცვალე გეზი?
იფრთხიალა, ფრთა გაშალა
და გაფრინდა გესი.
დაიკარგა სადღაც ნისლში:
რწმენა მისი „მე“-სი.