
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – იღიმებიან სახლები
ვარდებში ქარი ფათურებს,
აფეთქებულან ბაღები,
დღეს აღარ აუმადურებს
გულცივი, წყალწასაღები.
იღიმებიან სახლები –
გაჰქრა შიმშილი, სიცივე,
დამშვიდებული ძაღლები
ქუჩებს ერთგულად იცავენ.
ყველამ იპოვა საფარი –
ვინც ეხლა უმეზობლოა,
გაჰქრა წარსული ზღაპარი,
ეხლა დამშვიდდი, მსოფლიო.