
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – იცვალნენ დრონი
იცვალნენ დრონი. წარსულის დიდის
დიდებას ვხედავ არასაკმარისს.
ღელავს ფაზისი და მტკვარის მშვიდის
ამოოხვრაა მიდამო-არის;
ძველია ჩარჩო ჩატეხილ ხიდის,
გული ერევა ზვირთების რონინს,
რაიღა დარჩა წარსულის დიდის?
იცვალნენ დრონი. იცვალნენ დრონი.