
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – კედელს, შექმნილს რაიმეთი ..
კედელს, შექმნილს რაიმეთი,
ბრმად გათიშულ ერთა შორის,
გააშუქებს ღრმა იმედი
სიყვარულის და ამბორის.
შენ სიზმარი გეგონება,
რომ იქნება არა ნგრევა, –
ყველა, ყველა ეროვნება
ერთ ოჯახად გადიქცევა.
ჩვენი ძმობაც არ წახდება,
შრომაც ბრძოლას ეგვანება –
მალე, მალე ო, ახდება
ეს მზიური მოზმანება!