პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – კვლავ აელვარდა ირმის ნახტომი

კვლავ აელვარდა ირმის ნახტომი
და აირია ზეცათა რუქა,
იქ საიდუმლო სულ-ანახდომი
სამარადისოდ გადაილუქა.

აქ კი ნამდვილი, ჩუმი, ზღაპრული,
გარინდებული მთების სვეტები,
სადაც მდევების სილუეტები
დგას ხან მრისხანე, ხან დაზაფრული.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Check Also
Close
Back to top button