პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – კვნესის ვოლტორნი

კვნესის ვოლტორნი.
სადღაცა სტირის
ვიოლონჩელი.
ვიყავით ორნი
იქ, სადაც ირისს
იგრძნობდა ძველი
რაშელი, შელი.
მოცურავს ბინდი
მდინარის პირის
ნაზი და ნელი.
მე აღარ მინდა
დღეები წმინდა,
ვიცი, რას სტირის
ვიოლონჩელი.
ქროლვანი შორნი
ღამის გულ-ძვირის,
ფიქრები ძველი…
ტირის ვოლტორნი,
დაკარგულ გმირის
იმედებს სტირის
ვიოლონჩელი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button