
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მახსოვს, როცა მხატვრებს ..
მახსოვს, როცა მხატვრებს ლხინი გვქონდა გამოსათხოვარი,
საზეიმო დარბაზებში შემოვიდა მათხოვარი.
რაინდულად კედლისაკენ გაიშვირა მავნე ხელი,
განაცხადა: ჩამოხსენით გოია და ბოტიჩელი.
სურათები კედლებიდან მაინც არვინ არ ჩამოხსნა –
მხატვარმა ის ვერ გაიგო, აზრი მისი კი გამოხსნა
და თავმდაბლად მას მეორე აუსრულა სათხოვარი:
იქვე აპოლონის გვერდით გამოხატა მათხოვარი.
იმასაც ხომ სახე ჰქონდა – თვისი, არა ნათხოვარი!