პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მდიდარი მემკვიდრის საიდუმლო

ის, უდაბნოში ნაპოვნი ბავში,
რომელსაც გული გაუხდა თუჯის,
იდუმალად დგას პროსპეკტის თავში
მემატიანე მაჩაბლის ქუჩის.

არვინ არ იცის, ეს ოცდაათი
წლის ღამეები სად გაათია.
ქალაქის კოშკის რეკავს საათი
და იგი ამბობს: ცხრა საათია.

ლურჯ ავტომობილს მან თვალი მოჰკრა
თეთრი ლანდების კეცით მკეცელი,
სად გაიტაცეს გრძნეული ოქრო?
რად სასიკვდილო დგას სარეცელი?

ქარებმა კარი შემოაჯახეს…
დაკრა გრიგალთა სიმამაცემა.
ო, ისტორია ერთი ოჯახის..
ერთი ოჯახის მწარედ დაცემა!!

ქარიშხლის შემდეგ სდუმს ჩემი მხარე
და უსაზღვრობა მე შევიყვარე.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button