
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მზადება გასამგზავრებლად
უცებ დადგა მაისი ნელი და შემპარავი!
ფორთოხლების რტოებში აზვირთდნენ ნიავები;
რადგან არ მაქვს სამშობლო, რადგან არ მყავს არავინ,
ისევ უცხოეთისკენ მიმაფრენენ ნავები!
ლურჯი იალქნებისგან, ვიცი, რა დარებია!
ოჰ! ამდენი ოცნება სულმა ვეღარ დალია,
რადგან მთელ სიცოცხლეში არვინ არ მყვარებია –
მე მიყვარს საფრანგეთი, ალპები, იტალია!