
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მზეა ისე მგზნებარე
მზეა ისე მგზნებარე,
რომ ხანძარსაც დაყურავს,
ვხედავ: აგერ მღებარი
ღებავს სახლის სახურავს.
აქ სიმკვეთრე-სილბილის
ფერი ფერებს ეხება:
სახურავი პილპილის
ელვარებამ შეღება.
იგი მზეზე კრიალებს,
როგორც სისხლის იარა,
თითქო აქ მოთქრიალე
წვიმამ გადაიარა.
შენ აშინებ იერით
მტრებსა და მუხანათებს –
შენი მოსვლა ძლიერი
წვრილმანშიაც ანათებს!