პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მისაყვედურებს ბევრი ..
მისაყვედურებს ბევრი,
მაგრამ მე მესმის მათი,
მათ კი არ ესმით ჩემი.
კრილოვის ქუჩა, 10.
აქ ჩემს მესამე სართულს
მთვარე ანათებს ღამით.
გათენებამდის ვწუხვარ
ლიტერატურულ შხამით.
მისაყვედურებს ბევრი,
მაგრამ მე მესმის მათი,
მათ კი არ ესმით ჩემი.
კრილოვის ქუჩა, 10.
აქ ჩემს მესამე სართულს
მთვარე ანათებს ღამით.
გათენებამდის ვწუხვარ
ლიტერატურულ შხამით.