პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მისი პათოსი
მისი პათოსი მეტად დიდია
შემოხვეული ცეცხლის ჩრდილებით,
იგი მოხუცი ერუდიტია
სავსე მრავალი გამოცდილებით.
მოსამართლეა მისი თვალები,
სასჯელად არ ჰქმნის ახალ კანონებს,
შეუბრალებლად ანაძალები
ანგრევს ვერსალებს და ტრიანონებს.