პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით
ვარდების ფენით ტრიალებს ჟინი,
მთვრალი ვარ შენით, მთვრალია ლხინი.
ოცნებას შვენი, ვით თვალნი შენი,
შოპენი, ვერდი და პაგანინი.
პოეტის ახლო გედება ალი;
იგი, უსახლო, გიცქერის მკრთალი,
მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით
და მაინც ღვინით ჰგონიათ მთვრალი.