
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მთის მწვერვალებს ..
მთის მწვერვალებს, მთის მწვერვალებს
მთის არწივი უგზნებს თვალებს,
შესტირის და შევალალებს.
მთის მწვერვალებს სხივი ანთებს
და მათ კალთებს, და მათ კალთებს
აელვარებს, აქათქათებს…
კვნესა ისმის: ‘შეინახეთ…
და ვერ ვპოვეთ, ვეღარ ვნახეთ,
რაც დავამხეთ, რაც დავმარხეთ”…
ცას არ ესმის, ის ცეცხლს ანთებს
და მდუმარე მთების კალთებს
დაელვარებს, დაჰქათქათებს.