
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მოგონება ყრუ შესახვევის
უსაზღვრო ღამე. ღამე და ყინვა.
ქუჩაზე მიდის სისხლი ღვარული,
ამ სისხლში არის არა დაცინვა,
არამედ სითბო და სიყვარული.
სიჩუმით, შიშით, ვაგლახით, ყოფნით –
ქუჩა და სახლი, როსმე მდიდარი,
ყრუ შესახვევში დამდგარა თოფით,
ვით მოდარაჯე მოუსყიდარი.
უყვირის ქალაქს: ხელები ზევით!
და ისმის კვნესა: შეჩერდი, ბნელა!
ცეცხლის მორევი მოვარდა რღვევით
და მის მორევში შეცურდა ყველა.