
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მხეცის ბრჭყალებში მყოფი ლირიკა
თუ ყურს დაუგდებ
საათის ტიკტიკს,
წუთები შლიან
რეფლექსს, იგავებს,
ყოველ მღვრიე და
საზიზღარ ინსტიკტს –
ბორდოს სმაში რომ
თავს ვერ იკავებს.
მუდმივ სიმშვიდის
ნავთა საყუდი,
მოვიდა, იგრძნო
და შეირიგა.
ბერლინის ბსკერით
სულ შენახუთი,
მხეცის ბრჭყალებში
მყოფი ლირიკა.