
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მხოლოდ ბრძოლების სურვილით სავსეს
მხოლოდ ბრძოლების სურვილით სავსეს
დედამიწისთვის რა აქვს დასათმი?
ხანდახან კლდესაც ედება ხავსი:
ზიზღი მარადი და ყველასადმი.
ო, ყველასადმი! გრძნობით ასათვის
ხმათაგან ესმის გველის სისინი;
ყველა მისთვის და ის ყველასათვის
უცხოა, მაგრამ სძლევენ ისინი.
მხოლოდ როდესაც მას ვხვდები, ძველი
გრძნობით გალხვება გული რკინისა,
გამახსენდება უდაბნო ვრცელი
და სიამაყე ბედუინისა.